ალდაგში სახლის დაზღვევის პოლისით სარგებლობისას, მომხმარებლები, ველი სთორისგან საჩუქრებს მიიღებენ.
ალდაგისა და ველი სთორის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სახლის სრულ დაზღვევას შეიძენენ, ველი სთორისგან 150 ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდებიან, არსებული მომხმარებლები, კი, რომლებსაც სახლი უკვე აქვთ ალდაგში დაზღვეული, 100 ლარიან შენაძენზე 20 ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა 16 ივნისამდეა შესაძლებელი;
"ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოჰყვება, და დაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის", — აცხადებენ ალდაგში.
ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის დაზღვევის შეძენა დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.