საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხოური მთავრობებიდან საქართველო 2025 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით 91 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე, საბოლოო ვერსიიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტად ევროკავშირიდან მისაღები გრანტების მოცულობა მცირდება.

საგრანტო დაფინანსების გეგმა 2025 წლისთვის :

საგრანტო პროექტის დასახელება 2024 წელს, ლარი 2025 წლის პროექტი, ლარი
ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU) 63,000,000 0
ENPARD IV - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) 16,900,000 0
უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) 12,600,000 0
ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში (KfW) 11,500,000 7,500,000
EU4 მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU) 7,500,000 0
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (CEB, E5P) 5,300,000 6,000,000
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) 5,000,000 7,000,000
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა (KfW) (EU-NIF, KfW) 3,000,000 2,534,000
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) 2,500,000 7,100,000
საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა (AFD, WB) 2,500,000 0
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (EU, AFD) 2,400,000 2,000,000
დაცული ტერიტორიების განვითარება (CNF, WB-TF) 2,300,000 2,500,000
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა (KfW, EBRD) 2,300,000 0
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (NEFCO, E5P) 2,000,000 7,500,000
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) 2,000,000 450
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) 1,600,000 0
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) 1,500,000 1,900,000
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EU-NIF, EBRD, KfW) 1,450,000 500
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) 1,200,000 2,000,000
500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) 1,000,000 900
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) 1,000,000 500
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) 1,000,000 500
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) 700 100
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა (EBRD, KfW) 600 0
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW) 150 0
საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ADB, AFD, EIB) 0 1,450,000
საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება (NEFCO, E5P) 0 0
საქართველოს მწვანე მიმართულებაზე გადასვლა (KfW, AFD) 0 975
მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) 0 2,500,000
მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) 0 1,000,000
ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება (KfW) 0 5,000,000