საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - 16 237 დამსაქმებელს დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 27.8 მლნ ლარი

2025 წლის მაისის შემდგომ, რა დროსაც ჩვენ დავნერგეთ ახალი დეკლარირების სისტემა, 16 237 დამსაქმებელს დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 27.8 მლნ ლარი, - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საპენსიო ფონდის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, დამსაქმებელს ჯარიმა ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის მომენტისთვის ანუ ყოველი თვის 15 რიცხვში დამსაქმებელი არ წარმოადგენს დეკლარაციას საშემოსავლო სამსახურში ან სისტემაში საბალანსე თანხა არ აქვს.

„2025 წლის პირველ მაისამდე, რაც ძველი ვალდებულებები ჰქონდათ შესასრულებელი, დამსაქმებლების მიერ 60 დან 70 მილიონ ლარამდე განხორციელდა ვალდებულებების შესრულება, რადგან უკვე მონიტორინგის პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა და შესაბამისად, უკვე დამსაქმებლებმა დაიწყეს კორექტირებები ძველი ვალდებულებების შესრულების.

2025 წლის მაისიდან ჩვენ დავნერგეთ ახალი დეკლარირების სისტემა, მარტივად რომ ავხსნა, როდესაც 15-ში საშემოსავლო დეკლარაციას წარადგენს დამსაქმებელი, ეს ინფორმაცია მყისიერად მოდის ჩვენთან. დამსაქმებლის ვალდებულება ამ შემთხვევაში არის ერთი, რომ საპენსიო ფონდში თავის საბალანსეზე განათავსოს შესაბამისი თანხა. თვითონ დეკლარაციაში, თანამშრომლები ვინც ჰყავს, მანდ ავტომატურად ჯდება ეს თანხები, ჩვენს სისტემას ვცვლით ინფორმაციებს და საშემოსავლო დეკლარაციაში ავტომატურად ჯდება ეს ინფორმაცია თითოეულ მონაწილეზე. შემდეგ დეკლარაცია ჯამურად ინფორმაციას აწვდის თუ რამდენი უნდა გადაუხადოს, როგორც 2%, დასაქმებულის წილი და ასევე, ჯამური 4%-ის ოდენობით. ეს ინფორმაცია აქვს საშემოსავლოში, შემდეგ წარადგენს საშემოსავლო დეკლარაციას და ჩვენ სისტემის მეშვეობით ვიღებთ ამ ინფორმაციას. შემდეგ ერთვება უკვე ავტომატური მონიტორინგის სისტემა, კანონი არის, ნორმატიული აქტები, მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც გვავალდებულებს, რომ ჩვენ ეს 15-ში წარდგენილი ინფორმაცია შევადაროთ საბალანსესთან და ინფორმაციასთან, ჩვენ ინფორმაციასთან და დეკლარაცია უნდა დაიხუროს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვერ იხურება, თუ არ არის თანხა შესაბამისი წარმოდგენილი. 10 კომერციულ ბანკში გვაქვს გახსნილი ანგარიშები და ნებისმიერში , როგორც კი ჩარიცხავს, მყისიერად ისახება ჩვენთან სისტემაში. შემდგომ სამუშაო დღეს ხდება მონიტორინგი. სისტემა ამონიტორინგებს წარმოდგენილ დეკლარაციებს, თანხებს უყურებს, ადარებს საბალანსე თანხას და თუ არ არის ზუსტად იმ თარიღში , სავადო თარიღში წარმოდგენილი, ის კომპანია, დამსაქმებელი ჯარიმდება. პირველადი ჯარიმა არის, რა თქმა უნდა, 500 ლარის ოდენობით და ერთი წლის მანძილზე განმეორებადი არის ყოველი შემდეგი 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2025 წლის მაისიდან, ანუ ახალი დეკლარირების სისტემის დანერგვის შემდეგ, 16 237 დამსაქმებელს დაეკისრა ამ ერთი წლის მანძილზე ჯარიმა, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 27.8 მლნ ლარი”, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

მისივე განმარტებით, ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში დამსაქმებელს ჯარიმა არ ეკისრება.

„ჩვენ ნორმატიული აქტით გაწერილი გვაქვს, თუ შემოსავლების სამსახურის ტექნიკური ხარვეზი იყო, საბანკო სისტემის ხარვეზი იყო და ვერ ჩარიცხა, მოგვმართა ან სწორად იმ დროს ვერ ასახა ბანკმა, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას ვიღებთ, ვაანალიზებთ და ბრძანების საშუალებით ვუუქმებთ დამსაქმებელს ამ ჯარიმას. ეს არის პროცესი. რა თქმა უნდა, დიდი თანხა ჯარიმის სახით გამოწერილი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დეკლარაციებმა მოგვიტანა დამსაქმებლების სისტემატიზაცია და დისციპლინა. ჩვენ რომ აღვნიშნეთ, რომ 125 000 დასაქმებული, 25 000 დამსაქმებელი დაემატა სისტემას, ეს იყო ამის უდიდესი შედეგი. ძალიან ბევრი დავალიანება ძველ პერიოდზე იყო და ახლა სწორდება და ეს პოლიტიკა დეკლარირების მიმართული იყო და ეს მკაცრი პოლიტიკა იმისთვის რომ არ მომხდარიყო მონაწილის ინტერესების დაზიანება, შესაბამისად, ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, რომ გადაუხადოს. ძალიან ბევრი დასაქმებული მოგვმართავს, რომ თავის ანგარიშზე უნდა ყოფილიყო განხორციელებული შენატანები, არ არის განხორციელებული. შესაბამისად, მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა, თქვენ მიიღეთ ის გადაწყვეტილება დეკლარაცია გაერთიანებულიყო და შედეგად, მივიღეთ დისციპლინა”, - გიორგი ჭიჭინაძემ.

ipn.ge