19 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.30 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5340 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7352 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.4%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5462 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.05%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 19.4695-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.04%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 385.9100-ის ნიშნულზე იყო.