ყურძნის წარმოებაში დომინანტ რეგიონს კახეთი წარმოადგენს, სადაც მთლიანი პროდუქციის თითქმის ¾ იწარმოება. მთელი ქართული ვენახების დაახლოებით 73% კახეთშია კონცენტრირებული და 2022 წელს ყურძნის მთლიანი მოსავლის 77%-ს წარმოება სწორედ ამ რეგიონში მოხდა. იმერეთი 10%-იანი წილით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილს შიდა ქართლი იკავებს 6%-ით. ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
კვლევის თანახმად 2-2%-იანი წილი აქვთ ქვემო ქართლს და მცხეთა თიანეთს.
რქაწითელი და საფერავი წარმოადგენენ ყურძნის დომინანტ ჯიშებს საქართველოში როგორც წარმოების რაოდენობის, ისე ღირებულების მიხედვით. 2022 წელს ყურძნის წარმოების 90%-ზე მეტი სწორედ ამ ორ ჯიშზე მოდიოდა.