ვიკიპედიის თანახმად 1770 წლის 19 აპრილს კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა „ახალი სამხრეთი უელსი“  დღევანდელი ავსტრალია.

21-ე საუკუნეში ავსტრალია მსოფლიოს ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა და მშპ საერთო მოცულობით და მისი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში შედის.

როგორი სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს ავსტრალიასთან.

2009 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ავსტრალიაში 19 672 000 ლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტს ბოლო 14 წელში ავსტრალიიდან შემოსულია 213 386 310 ლარის პროდუქცია.

თუ გასულ და მიმდინარე წელს მიმოვიხილავთ,  ავსტრალიიდან ყველაზე თანხობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტი 2022 წელს განხორციელდა და შემოვიდა 447 250 ლარის ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები, სოკოს მიცელიუმი. ასევე 228 150 ლარის ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები, რძის პასტები. მთლიანობაში 2022 წელს ავსტრალიიდან 1 475 890 ლარის იმპორტი განხორციელდა