„ტურიზმი არის ისეთი ინდიკატორი, რომელსაც ყველა აკვირდება და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობისა და ტურიზმის სექტორში შემოსავლების ზრდამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაში“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ, ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ფანმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრისას, განაცხადა. მისი თქმით, ლრის კურსის გამყარებაზე გავლენას ახდებს ფუნდამენტური ფაქტორები და მოლოდინებთან დაკავშირებული განწყობები და ამ ყველაფერმა განაპირობა ეროვუნლი ვალუტის გამყარება.

„როდესაც გაცვლით კურსზე ვსაუბრობთ, მისი განმაპირობებელი ფაქტორები 2 ნაწილად შეიძლება დავყოთ: ფუნდამენტური და მოლოდინებთან დაკავშირებული განწყობები. ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერია ქვეყანაში. პირველი რასაც უნდა შევხედოთ ეს არის ეკონომიკური აქტივობა. აქ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს უცხოური ვალუტის შემოდინებებს. აქ არა მარტო ტურიზმი იგულისხმება, არამედ საქონლის, მომსახურების, ექსპორტის, განათლების სექტორის შემოსავლები. ივნისში, თვის ჭრილში, რეკორდულად მაღალი იყო საქონლის ექსპორტი. ესეც მნიშვნელოვნად ეხმარებოდა კურსს. რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმი არის ისეთი ინდიკატორი, რომელსაც ყველა აკვირდება და ტურიზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გაცვლითი კურსის გამყარებაში.

ჯამურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუმჯობესება ტურიზმის სექტორში მაისიდან მოყოლებული თითქმის 200 მლნ-ს ფარგლებშია, წინა თვესთან შედარებით. შესაბამისად, როცა ფუნდამენტრუი ფაქტორები ძლიერია, ეს გაცვლით კურზეც აისახება“, - განაცხადა ლაშა ქავთანარაძემ.