დღეს, 2 დეკემბრის 16:55  საათისთვის, bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 2.8478 ლარად ივაჭრება.

ეკონომისტ ნიკა შენგელიას შეფასებით, თუ ლარის კურსი 2.95-ს გადასცდა,  სავარაუდოა, რომ დღის ბოლომდე 3-ლარიან ნიშნულსაც მიაღწევს.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს დასტაბილურების ბერკეტი ჰქონდა, თუმცა ახლა, მსგავსი ბერკეტების ამოქმედება დაგვიანებულია.

„ლარის კურსი თუ 2.95-ს გადასცდა, დღის ბოლომდე 3-იან ნიშნულსაც მიაღწევს. 3 ლარი ფსიქოლოგიური ზღვარია, კომერციული ბანკებისთვის. ვფიქრობ, ლარის დევალვაცია აქ შეჩერდება. 

ეროვნულ ბანკს ამ ყველაფრის შესაჩერებელი ბერკეტები ჰქონდა,  თუმცა, სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია. ამ პროცესს პროფესიონალიზმი მართავს და იქ თუ კიდევ არიან პროფესიონალი კადრები, არ ვიცი. დაიწყებოდა თუ არა ვაჭრობა, არ უნდა დაკვირვებოდნენ მის მიმდინარეობას, გარკვეული გაფრთხილებები უნდა მიეცათ კომერციული ბანკებისთვის.

თუ დავაკვირდებით, ბინების ფასები აღარ ძვირდება, პირიქით- რაიონებში იკლებს. თუ მშენებლობის სექტორი ჩამოიშლება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. უცხოელი ინვესტორები ეცდებიან, ბინები გაყიდონ და თავიანთ ფულთან ერთად ქვეყანა დატოვონ; ეს დოლარის გადინების უდიდეს პრობლემას გამოიწვევს.

ამერიკასთან შეჩერებული პარტნიორობა,  სამთავრობო გრანტების  შეჩერებას ნიშნავს . ეს თანხები ემიგრანტების ტრანზაქციებთან ერთად იყოს ის თანხა, რომლებიც ბაზარზე ხდებოდა და ლარის კურსს ასტაბილურებდა. გრანტი ეროვნულ ბანკში ლარის ვალუტაში კონვერტირდებოდა. ეს რეზერვი ლარს მოაკლდა და გამოჩნდა თუ რაოდენ მყიფეა ჩვენი ეკონომიკა“,- თქვა ნიკა შენგელიამ.