„შუა დერეფნის“ განვითარებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე დაიხარჯება დაახლოებით 1 მილიარდ 345 მილიონი დოლარი. და ეს მხოლოდ თურქეთის აღმოსავლეთში, ანუ საქართველოს საზღვარისკენ," - ამის შესახებ რკინიგზის საკითხების სპეციალისტი დავით გოჩავა იუწყება და იქვე ხაზს უსვამს, რომ ამას ქართული მხარე სათანადოდ მომზაადებული ვერ ვხდება.
სპეციალისტი ასახელებს კონკრეტულ პროექტებს, რომელსაც თურქეთი ახორციელებს:
“აღმოსავლეთ თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ხაზის განვითარების პროექტისთვის” (The Eastern Türkiye Middle Corridor Railway Development Project -ETMIC) თურქეთის მთავრობამ „მსოფლიო ბანკის“ დახმარებით მოიზიდა:
„რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან“ – 660 მილიონი დოლარი;
„აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკისგან“ – 250 მილიონი დოლარი;
„ისლამური განვითარების ბანკისგან“ – 250,7 მილიონი დოლარი;
თვითონ, თურქეთის მთავრობა დახარჯავს 183,9 მილიონ დოლარს დღგ-ს გარეშე.
ე.ი. „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე დაიხარჯება დაახლოებით 1 მილიარდ 345 მილიონი დოლარი. და ეს მხოლოდ თურქეთის აღმოსავლეთში, ანუ საქართველოს საზღვარისკენ.
ჩვენ რითი ვპასუხობთ?
რაღაც ილუზორული 6 მილიარდი დოლარით არაბებისგან, ისიც რაღაც საცხოვრებელი სივრცეების და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის!!!
სრული კოშმარი!" - წერს დავით გოჩავა.
შეგახსენებთ, გოჩავა მიიჩნევს, რომ შუა დერეფანში ერთიანი პოლიტიკის გატარება თითქმის შეუძლებელია.
"მსოფლიო ბანკმა" გვითხრა, აგვიხსნა, რომ "შუა დერეფანი" ვერ გახდება ტრანსკონტინენტური გადაზიდვების დერეფანი, და ის დარჩება მხოლოდ რეგიონალურ დერეფნად, რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენი მთავარი მიზანია მის "ეკონომიკურ დერეფნად" გარდაქმნა, თუ მოვახერხებთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული ინსტიტუციური ცვლილებები დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, და არა მხოლოდ ჩვენთან..." - ასეთია მისი მოსაზრება.