შუა დერეფანს შეუძლია, გაანახევროს ტრანსპორტირების დრო ჩინეთიდან ევროპაში, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პეკინში საერთაშორისო თანამშრომლობის მესამე ფორუმის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გახსნაზე განაცხადა. 

„დღეს,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TMTM) გახდა ფლაგმანი თანამშრომლობის პროექტი მრავალი სახელმწიფოსთვის. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება გახდეს სარტყელი და გზის კონტინენტური ხიდი, გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს“,-  განაცხადა ტოკაევმა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი („შუა დერეფანი") გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპის ქვეყნების გავლით. იგი ახორციელებს საკონტეინერო გადაზიდვებს სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით.