2023 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 965 509 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 26%-ა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული კომპანიებიდან 717 339 ე.წ ქაღალდის კომპანიაა, ხოლო აქტიურია 248 170 სუბიექტი.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით კომპანიების გადანაწილებას, წელს 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ყველაზე მეტი აქტიური კომპანია თბილისზე მოდის 43,4%, შემდეგია იმერეთი 11,7%-ით და აჭარა 11,1%-ით.
უფრო კონკრეტულად, თბილისსა და რეგიონებში აქტიურ კომპანიათა გადანაწილება ასეთია:
- თბილისი - 107 812
- იმერეთი - 29 100
- აჭარა - 27 613
- ქვემო ქართლი - 17 858
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 16 721
- კახეთი - 14 172
- შიდა ქართლი - 11 384
- სამცხე-ჯავახეთი - 9 946
- გურია - 5 708
- მცხეთა-მთიანეთი - 5 350
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 439
- აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა - 12