ICC საქართველომ EBIT GROUP-თან ერთად მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ კვარტალში შემცირებულია იმპორტისა და ექსპორტის, ფულადი ნაკადისა და უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მაგრამ ტურიზმიდან შემოსავლის ზრდაა.
ჯამური ინდექსი, რომელიც აერთიანებს ამ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, $7.2 მლნ-დან თითქმის $6.6 მლნ-მდე შემცირდა. კვლევაში ნათქვამია, რომ ეს შემცირება ასახავს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგარეო ტრანზაქციებსა და ინვესტიციებზე დაბალ ეკონომიკურ დამოკიდებულებას გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
უფრო კონკრეტულად:
იმპორტი და ექსპორტი შემცირდა
2023 წლის პირველი კვარტლიდან 2024 წლის პირველ კვარტლამდე საქართველოს მთიანი იმპორტი შემცირდა $3.5 მლნ-დან $3.4მლნ-მდე, ხოლო ექსპორტი - თითქმის $1.5 მლნ-დან $1.3 მლნ-მდე. კლება თითქმის ყველა ქვეყანაში თანაბრად შეინიშნება.
ფულადი ნაკადი და უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა
ფულადი ნაკადი შემცირდა $1.2 მლნ-დან $800 000-მდე, უცხოური ინვესტიციები $500 000-დან $200 000-მდე. კვლევაში ვკითხულობთ, რომ კლება მიუთითებს საქართველოში კაპიტალის შემოდინებისა მთლიანი ეკონომიკური აქტივობის პოტენციურ შემცირებაზე, რომელიც მოიცავს უცხოურ ინვესტიციებს. გარე ინვესტიციების შემოდინების მთავარი მიზეზი რუსეთია, სადაც ძირითადი კლება დაფიქსირდა.
ტურიზმიდან შემოსავალი გაიზარდა
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $500 000-დან $800 000-მდე გაიზარდა.