"კავკასუს გენეტიკას" დირექტორის ინფორმაციით, ახლა საქართველოს ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტია, რომლის დაკომპენსირებაც იმპორტირებული რძის პასტით ან ფხვნილით ხდება.

გიორგი ხატიაშვილის განმარტებით, იმის ხარჯზე, რომ გაიზარდა რძის პასტისგან და ფხვნილისგან წარმოებული ყველის რაოდენობა, მოიმატა ამ პროდუქტებზე მოთხოვნამაც, რაც მთლიანად იმპორტირებულია.

ხატიაშვილი მერძევეობა მესაქონლეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე 'აგრო სიახლეებთან" საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შარშან ევროპაში გავრცელდა დაავადება ბლუტანგი, რომელიც ცხოველთა ერთ-ერთი მძიმე დაავადება. ამის გამო, როგორც ხატიაშვილი ამბობს, სანაშენე ცხოველების ექსპორტი სრულად აიკრძალა, რის გამოც საქართველოში ბიზნესმა ფერმები ვეღარ გააფართოვა, რადგან ადგილზე  სანაშენე საქონელი არ იზრდება. ეს დამატებითი გამოწვევა გახდა დარგისთვის, ნედლი რძის ისედაც შემცირებულ წარმოებასთან ერთად.

სწორედ ამ ყველაფერმა, ხატიაშვილის მტკიცებით, ერთობლივად განაპირობა, რომ ქვეყანაში ნედლი რძის რაოდენობა ვერ გაიზარდა. გაზრდილი მოთხოვნა კი იმპორტით დაკმაყოფილდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ჯამურად ქვეყანაში რძის შემცვლელი პასტის იმპორტი წლიურად 71%-ითაა გაზარდილი.