საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე 43,058.45 ათასი დოლარის ღირებულების 65,153,466.27 ლიტრი წყალი გაიტანა. მაშინ, როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში წყლის ექსპორტი 57,872,228.00 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად ექსპორტირებული მინერალური წყლების მოცულობა 13%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან მინერალური წყლების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს:

რუსეთი - 36,829,597.68 ლიტრი;

ყაზახეთი - 9,300,299.78 ლიტრი;

უკრაინა - 6,852,826.02 ლიტრი;

უზბეკეთი - 2,868,953.28 ლიტრი;

ლიეტუვა - 1,948,036.38 ლიტრი;

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ საზღვარგარეთ 257,505,778.12 ლიტრი წყალი გაყიდა.

რაც შეეხება 2024 წელის მონაცემებს, საანგარიშო პერიოდში 163,782.30 ათასი დოლარის ღირებულების 254,207,940.36 ლიტრი წყლის ექსპორტი განხორციელდა.

წყარო: businessinsider.ge