2022 წელს საქართველოში სრულად 2 791.7 ტონა თევზი იწარმოვა, 2021 წელს კი, 2 861.1 ტონა. ამის შესახებ პუბლიკაციას „აკვაკულტურა საქართველოში 2022“ „საქსტატი“ აქვეყნებს.

2022 წელს თევზის ფასი თითქმის ყველა მათგანზე გაიზარდა, გამონაკლისია თეთრი და ჭრელი სქელშუბლა, რომელზედაც ფასი არ შეცვლილა და რუსული და ციმბირული ზუთხი, რომელზე ფასიც შემცირდა. პუბლიკაციაში ღირებულება მოცემულია საქართველოში წარმოებული თევზის ფასი ფერმის კართან.

თევზის ფასები 2021-2022 წლებში შემდეგნაირად შეიცვალა:

ცისარტყელა კალმახის ფასი 12-დან 15 ლარამდე გაიზარდა.

კობრის და სარკისებური კობრის ფასი 8.7 ლარიდან 10.3 ლარამდე გაძვირდა.

თეთრი ამურის ფასი 7.3 ლარიდან 9 ლარამდე გაძვირდა.

თეთრი და ჭრელი სქელშუბლას ფასი უცვლელი 5.4 ლარი დარჩა.

რუსული და ციმბირული ზუთხის ფასი 27.6 ლარიდან 26 ლარამდე შემცირდა.

ევროპული ლოქოს ფასი 17.1 ლარიდან 19.3 ლარამდე გაიზარდა.