საქართველომ რუმინეთთან საბორნე მომსახურება დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისთვის, რადგან ეს ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტს აადვილებს.

რა სარგებელს მიიღებენ ამით ციტრუსის ექსპორტის ბიზნესით დაინტერესებული კომპანიები. ამის შესახებ east-fruit  წერს. 

როგორც აგროინვესტსერვისის დირექტორი ვაჟა მკურნალიძე აცხადებს   ევროკავშირი ხარისხის სერტიფიკატს მოითხოვს, რომელსაც საქართველოში ლაბორატორიები ციტრუსებზე ვერ გასცემენ.

„იმპორტიორი ქვეყანა განსაზღვრავს, თუ რა ტიპის დოკუმენტაცია უნდა ახლდეს პროდუქტს. შესაბამისად, ევროკავშირი ითხოვს ხარისხის სერტიფიკატს. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირის სტანდარტის მიხედვით ციტრუსოვან ხილზე ხარისხის სერტიფიკატს გასცემს.“ - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.

გარდა ხარისხის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობის არარსებობისა, EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე დაბრკოლება, რომელიც ქართული მანდარინის ექსპორტის დივერსიფიკაციას უშლის ხელს.

საქართველოში წარმოებული ერთგვარი ჯიში „საცუმა“ მოსავლის აღების შემდეგ სწრაფად მწიფდება, ტრანსპორტირებადი არ არის და შენახვის ვადა ხანმოკლეა. ამიტომ ევროპელი მყიდველები მაღალი რისკის გამო ამ ჯიშის შეძენისგან თავს იკავებს. ამავდროულად, კონკურენცია უფრო ახლო მწარმოებელი ქვეყნებიდან - ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი - საკმაოდ მაღალია, რადგან ეს ქვეყნები აწარმოებენ ჯიშებს, რომლებიც უფრო მისაღებია ევროპული საცალო ვაჭრობისთვის და შეუძლიათ მათი მიწოდება ევროკავშირის მასშტაბით საკმაოდ სწრაფად.

საქართველოში ხარისხის კონტროლი ძალიან შეზღუდულია მანდარინის ნარგავების მაღალი ფრაგმენტაციის გამო. ძირითად ნაწილს აწარმოებენ შინამეურნეობები, კონსოლიდირებული და დახარისხებული ქარხნებში. გრძელი ჯაჭვი იწვევს დიდ დანაკარგებს და ხარისხის გაუარესებას. ფერმერებისგან მანდარინის მიღების მხარდასაჭერად სახელმწიფო სუბსიდირებს საკონსერვო ქარხნებს და გასულ სეზონზე $300 ათასზე მეტი გამოიყო.

ერთადერთი, რაც ქართული მანდარინის გაყიდვის საშუალებას იძლევა, არის ნოსტალგია დსთ-ს ქვეყნებში. მაგრამ აქაც ქართული მანდარინი უფრო დაბალი ფასების სეგმენტშია. ამრიგად, ამჟამად ქართული ციტრუსის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

ქართული მანდარინის სეზონი ოქტომბერში იწყება.