საქართველოს კანონში შრომითი მიგრაციის შესახებ განხორციელდა ცვლილებები, რომელიც უკვე ამოქმედდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან და დეტალურად დაარეგულირა შრომითი იმიგრანტისა და საშუამავლო კომპანიის საკითხები. რა ცვლილებები განხორციელდა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში და რა უნდა გაითვალისწინონ დამსაქმებლებმა და შუამავალმა კომპანიებმა - ამის შესახებ „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ჯოლიამ „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

1. რა ძირითადი ცვლილებები შევიდა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში?

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საყურადღებოა გამოვყოთ ორი მიმართულება:

  • უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის და­ქი­რა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ;
  • პი­რი­ქით, უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­ქი­რა­ვე­ბა.

2. შესაძლებელია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება საქართველოში ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ?

ად­გი­ლობ­რივ დამ­საქ­მე­ბელ­თან შრო­მი­თი ურთიერთობაში შესვლის და შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად მყოფ უცხო­ელს. ასეთი შემთხვევაში, პირველ რიგში, რეკომენდებულია შემოწმდეს, რომ კონკრეტული პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა თუ არა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ასეთ პირთან შესაძლებელია შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა და შესაბამისად შრომითი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

ახალი ცვლილებების თანახმად, კი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია. კერძოდ, შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა დასაშვებია მხოლოდ ამ შრომითი იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საფუძველზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ე­შო­ბა დამ­საქ­მე­ბელს - დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს­თან შრომითი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან, არა­უგ­ვი­ა­ნეს 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღი­სა, ასეთი უცხოელი და­საქ­მე­ბუ­ლი და­ა­რე­გის­ტრი­როს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში.

დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, აღნიშნულ სა­მი­ნის­ტროს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ მოხ­დე­ბა ამ პირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­და­ზე ადრე შე­წყვე­ტა ან მისი მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგრძელება.

3. საინტერესოა ვინ მიიჩნევა ად­გი­ლობ­რივ დამ­საქ­მებ­ლად?

ცვლილებების თანახმად, ასევე განისაზღვრა ადგილობრივი დამსაქმებლის ცნება:

ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­საქ­მე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე, ამ­ხა­ნა­გო­ბა, უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ან სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ერ სა­ფუძ­ველ­ზე მცხოვ­რე­ბი პირი, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა, შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის არმ­ქო­ნე უცხო­ელ­თან და რო­მე­ლიც იყე­ნებს მის შრო­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

4. რას უნდა ითვალისწინებდეს შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება?

შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ შრომით ხელშეკრულებაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ არსებით პირობებთან ერთად დამატებით უნდა მიეთითოს გარკვეული დეტალები, მათ შორის:

 ა) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი;

ბ) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია;

გ) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია;

დ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა;

სამუშაო ადგილი, მისამართი და სხვ.

შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით, წერილობით, ქართულ ენასა და შრომითი იმიგრანტის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.


5.
რომელი პერიოდის შრომით ურთიერთობებზე ვრცელდება აღნიშნული ცვლილებები?

 ცვლილებების თანახმად გათვალისწინებული ე.წ. გარდამავალი პერიოდი. კერძოდ, სახეზე გვაქვს ორი შემთხვევა:

 - 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში - ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ;

- ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში, აუცილებელია მასთან დადოს შრომითი ხელშეკრულება საქაღტველოს შრომის კოდექსისა და შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით და ამასთან განახორციელოს შრომითი იმიგრანტის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.

 

6. რა სანქციებია გათვალისწინებული ადგილობრივი დამსაქმებლისთვის?

ნამდვილად მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ სანქციებზე:

კერძოდ, კანონში გათვალისწინებულია როგორც შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია, ხოლო განმეორების შემთხვევაში იზრდება;

ხოლო პასუხისმგებლობა ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის - იწყება 200 ლარიდან და დამოკიდებულია ადგილობრივი დამსაქმებლის შემოსავალზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შრომითი მიგრაციის კანონის ცვლილებების პარალელურად ცვლილება შევიდა შრომის ინსპქეციის შესახებ კანონში, რომლის ფარგლებში შრომის ინსპექციას გაუფართოვდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები და შრომის კოდექსთან, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონთან ერთად დაემატა შრომითი მიგრაციის შესახებ მანდატი, რომლის ფარგლებშიც მიენიჭა  უფლებამოსილება - განსაზღვროს, როდის რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში − რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული. ასევე ადმინისტრაციული სახდელი დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს.

 

7. რა ვალდებულებებია გათვალისწინებული საშუამალო კომპანიისათვის?

დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­არ­ჩი­ოს დამ­საქ­მე­ბე­ლი და და­ი­წყოს მას­თან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. და ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, პირ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ და­საქ­მე­ბის­თვის მი­მარ­თოს სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას.

სწორედ საშუამავლო კომპანიასთან მიმართებით შემოდის ახალი საკანონმდებლო რეგულაცია.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია შე­იძ­ლე­ბა იყოს იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე ან უცხო ქვეყ­ნის სა­წარ­მოს ან არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ფი­ლი­ა­ლი (წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, მუდ­მი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა), რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე უცხო­ე­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მით მო­წყო­ბას­თან ან/და შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას­თან.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია: 

  • იყოს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი;
  • იყოს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში;
  • უცხო­ელ დამ­საქ­მე­ბელ­თან და­დოს შრო­მი­თი მო­წყო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა;
  • მი­ი­ღოს ზო­მე­ბი უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­მოწ­მებ­ლად;
  • იმ პირ­თან, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს, და­დოს შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა;
  • შე­იძ­ლე­ბა მან­ვე და­დოს შრო­მით ემიგ­რან­ტთან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის და­ვა­ლე­ბით.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მი­თი მო­წყო­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­სვლელ ემიგ­რანტს გამ­გზავ­რე­ბამ­დე მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, მან­ვე უნდა მი­ა­წო­დოს მას ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი აქ­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს; და­საქ­მე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის და გას­ვლის წე­სებს; იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სფე­რო­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი; სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას ევა­ლე­ბა აღ­რი­ცხოს პი­რე­ბი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ და­საქ­მე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წია და სხვ.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას ასე­ვე ევა­ლე­ბა მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია, სა­მი­ნის­ტროს­თვის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნა და სხვ.

 

8. რა სანქციებია გათვალისწინებული სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნიისათვის?

გან­სა­ზღვრუ­ლია სან­ქცი­ე­ბიც, თუ სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია განახორციელებს საქმიანობას საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებით ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცის გარეშე ან/და შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე - და­ჯა­რიმ­დე­ბა 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­სას სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა იზ­რდე­ბა.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია ასე­ვე და­სან­ქცირ­დე­ბა, თუ და­არ­ღვევს მის მიერ და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და ასევე კანონით დადგენილი წესით არ წარადგენს ანგარიშს სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონი კიდევ ბევრ დეტალს ითვალისწინებს და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ამ პროცესში კვალიფიციური იურისტის ჩართულობა და შესაბამისად მიზანშეწონილია, როგორც შრომითი იმიგრანტის დასაქმებასთან, ასევე საშუამავლო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციის მიღება და რისკების მინიმიზაცია.