ქართული თხილის ექსპორტი გაიზარდა, წამყვანი საექსპორტო ბაზრები კი ევროკავშირის ქვეყნებია.
"საქსტატის" მონაცემებით, საქართველომ 2024 წელს თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტიდან 105 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 21%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. თხილი და კაკალი საქართველოს საექსპორტო კალათის პირველ ათეულში შედის და მისი წილი ექსპორტში 3.5%-ს შეადგენს.
ექსპორტიორ ქვეყნებში იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი ლიდერობს.
ქართული თხილისა და კაკლის საექსპორტო ბაზრები:
იტალია - 18,161 მლნ დოლარი
ესპანეთი - 14,569 მლნ დოლარი
გერმანია - 9,218 მლნ დოლარი
საფრანგეთი - 6,041 მლნ დოლარი
სომხეთი - 5,540 მლნ დოლარი