„ფქვილზე იმპორტის დაწესებამ ხორბალი და ფქვილი კონკურენტუნარიანი გახადა და ხორბლის შემოტანა  იმპორტიორებისთვის  ღირებულია“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიანიძემ ისაუბრა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯმა ფერმები გადაარჩინა, თუმცა პრობლემური რჩება საფურაჟე ნაწილი, რომელიც კვლავ გათავისუფლებულია  გადასახადისგან.

„ჩვენ დავიწყეთ ხორბლის მიტანა წისქვილებში და ამ დღეებში გახდება ცნობილი თუ რა პროცენტი იქნება საფურაჟე და რა პროცენტი სასურსათო. დღეის მდგომარეობით 50/50-ზეა,რაც  შეეხება  ახალ მოსავალს მისი  პროცენტულობა 10-15 დღეში გახდება ცნობილი.

თუ ჩვენ საფურაჟე მარცვლეულზეც არ  შემოვიღეთ გადასახადი კონკურენციის პრობლემა სანახევროდ მოგვარებული დარჩება, მე  ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ამ ნაბიჯსაც გადადგამს.

ეს საკითხი ამჯერად მინისტრმა ღიად დატოვა, მაგრამ აუცილებლად დაინახავენ, რომ ეს გვიხსნის პრობლემას და მიხვდებიან რომ ამის გარეშე ფერმერი ვერ გადარჩება და  ძალიან მალე ამ ნაბიჯსაც  გადადგამენ.“ - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ბენიაიძის თქმით, ქვეყნისთვის  წისქვილების  ამუშავებას  ძალიან  დიდი მნიშვნელობა  აქვს და წისქვილებში  ბევრი  ადამიანია დასაქმებული, თუმცა  მარცვლეულის კულტურა არის როგორც საფურაჟე, ასევე  მარცვლეულიც. ბენიაიძე ასევე  აღნიშნავს, რომ თუ  საქართველომ ადგილობრივი  მეურნეობები  არ განავითარა ხვალ  არც ერთ ქვეყანა  მარცვლეულს საქართველოს ამ ფასად არ მიაწვდის.

„თუ ჩვენ ადგილობრივი მეურნეობები არ განვავითარეთ, ხვალ ხორბალს არც რუსეთი და არც ერთი  ქვეყანა არ მოგვცემს, ყველაზე იაფი  იქნება  ჩვენი ადგილობრივი  ხორბალი, თუ  მივაღწევთ მინიმუმ  50%-ს. 50% ზოგიერთ განვითარებულ  ქვეყანასაც  არ აქვს  და ამით შეეძლება ქვეყანას რომ დააბალანსოს პურის ფასი თუნდაც დანარჩენ 50%-ში ძვირის  გადახდა მოუწიოს, იქნება  ეს  რუსეთი  თუ  სხვა  ქვეყანა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა ჩაკეტა ხორბალი, ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს ყაზახეთი,  თუმცა  აქ ტრანსპორტირების  ხარჯები და ლოგისტიკა  შედარებით დიდ  თანხებთან არის  დაკავშირებული,"- განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.