ახალციხეში მდებარე „მტკვარი ჰესის“ ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება კი 259.8 მლნ კვტ.სთ.
მისი მშენებლობა 2014 წელს, თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, განახლდა, როცა ფონდმა ეს პროექტი სრულად შეისყიდა.
პროექტის სავარაუდო წლიური გამომუშავება შეადგენს საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.8% -ს (2022 წელს 14.2TWh). 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9,6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.
გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
პროექტი 2024 წლის დასაწყისში დასრულდება.