2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ახალაშენებული 1კვ.მ ბინის ფასების სიძვირით პირველ ადგილზე მთაწმინდაა 4919 ლარით, მეორეზე ვაკე, ხოლო მესამეზე საბურთალო.

 


„საქსტატის“ მონაცემებით, ახალაშენებული 1კვ.მ კერძო სახლის სიძვირით მთაწმინდა ლიდერობს, აქ სახლის ფასი საშუალოდ 3619 ლარია. მეორე ადგილზე 3405 ლარით ვაკეა, ხოლო მესამეზე 2944 ლარით საბურთალო.

 


ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2023 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

 

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში (2.4 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-3.5 პროცენტი). 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 11.6 პროცენტით.