მსოფლიო ბანკის პროგნოზით,  მიმდინარე წლის ბოლოსთვის განვითარებად ეკონომიკებს 2000 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივა ექნებათ, - ასეთია მსოფლიო ბანკის გათვლა, რომელიც ორგანიზაციას გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშის მიხედვით, განვითარებადი ეკონომიკებისთვის მომავალი 25 წელი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბოლო 25 წელი იყო.

განახლებულ ანგარიშში მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ახალი გლობალური სავაჭრო შეზღუდვების ეფექტზეც ვინაიდან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობის ზრდაა მოსალოდნელი.

ორგანიზაცია განვითარებად ეკონომიკებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად 4%-იან ზრდას ელის, რაც, გლობალური ზრდის 2.7%-იან პროგნოზს აჭარბებს, თუმცა მსოფლიო ბანკი განვითარებადი ეკონომიკების პროგრესის შენელებაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, 2000 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში განვითარებადი ეკონომიკები 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდებოდნენ.