საქართველოში, 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 19.28 მლრდ ლარი იყო.

აპრილ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ II კვარტალში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2 017 დოლარი იყო.

მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა (15.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6%) გამოირჩეოდა.