გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკონომიკური კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამმართველო აქვეყნებს სხვადასხვა ინდუსტრიის ადგილობრივი და მსოფლიო ბაზრუის ანალიზს.
ბოლოს სამმართველომ ბლისა და ალუბლის მსოფლიო ბაზრის ანალიზი გამოაქვეყნა,
სადაც მოცემულია დეტალური კალკულაცია, რა ჯდება ბლისა და ალუბლის ბაღის გაშენება და რა მაჩვენებლებზე გადის ბლისა და ალუბლის ადგილობრივი ბიზნესი.
სამინისტროს ეკონომიკური კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამმართველო დათვლით, საქართველოში 1 ჰა ბლის ბაღის გაშენების ხარჯი საშუალოდ 22 243 ლარს შეადგენს. გათვლებში აღებულია 667 ძირი ჰექტარზე, ნერგის ფასი 6 ევროა.
აქვე აღნიშნულია, რომ ბალი სრულ მსხმოიარობაში შედის გაშენებიდან მე-6 წელს. პირველი ხუთი წლის ჯამური ხარჯი შეადგენს 41 600 ლარს, შემოსავლები 45 000 ლარს და მოგება 3000 ლარზე მეტია. ხოლო მეექვსე წლიდან სავარაუდო მოგება იქნება 35 000 ლარი ჰექტარზე, იმ პირობებში, როდესაც მოსავლიანობა შეადგენს 15 ტონა/ჰა-ს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკონომიკური კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს ინფორმაციით, ბლისა და ალუბლის წარმოება მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოსთვის ბლისა და ალუბლის პოტენციური საექსპორტო ბაზრებად სახელდება:
- გერმანია
- ნიდერლანდები
- საფრანგეთი
- იტალია
- ავსტრია
- პოლონეთი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- საუდის არაბეთი
მსოფლიოში ბლისა და ალუბლის ჯამური წარმოების 63%-ს ბალი იკავებს (2022 წლის მონაცემები).
მსოფლიოში ბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყანას თურქეთი და ჩილე წარმოადგენს; ალუბლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყანა კი რუსეთია;
მსოფლიოში ბლისა და ალუბლის ექსპორტის 95% ბალზე მოდის, ალუბლის წილი კი მხოლოდ 5%-ს შეადგენს;
მსოფლიოში ბლის მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას ჩილე წარმოადგენს, ალუბლის ექსპორტის მიხედვით კი უნგრეთი ლიდერობს;
ბლის იმპორტის ღირებულების მიხედვით, პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, ალუბლის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს კი რუსეთი და გერმანია წარმოადგენს;
ყოველწლიურად იზრდება ბლისა და ალუბლის საშუალო საიმპორტო ფასები; ბლის მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებს შორის, მაღალი საშაულო საიმპორტო ფასით გამოირჩევა ჩინეთი, 2022 წლის მონაცემებით, ჩინეთის საიმპორტო ფასი თითქმის 5-ჯერ აღემატება ბლის საქართველოს საშუალო საექსპორტო ფასს.
ბლისა და ალუბლის ქართული წარმოება ციფრებში ასე გამოიყურება: