მინერალური რესურსების სააგენტო ქვიშა–ხრეშის მომპოვებელ ლიცენზიაზე აუქციონს აცხადებს. ლიცენზია მოიცავს, ზესტაფონში, პირველი სვირის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვებას  (კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა (ორივე უბანზე ერთად) - 205 290 მ3).

აუქციონის საწყისი ფასი 206,000 ლარია,ვაჭრობის ბიჯი კი 20,645ლარი. ლიცენზიის ხანგრძლივობა კი 5 წელი.

აუქციონი 31 ივლისს 18:00 საათზე სრულდება და ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში კანდიდატი არ ჰყავს.

gbc.ge