საქსტატის ინფორმაციით, მაისში საქართველოში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6664 ერთეული შეადგინა, რაც 3.8%-ით ნაკლებია წინა წლის მაისზე (2022 მაისი: 6930).
დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის რაოდენობა წინა წლის მაისთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და ₾11.2 მლრდ შეადგინა (2022 მაისი: ₾10.4 მლრდ).