2023 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ მხოლოდ 0.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისეთ დიდ სამომხმარებლო ჯგუფებში, როგორიცაა სურსათი ფასები წინა წელთან შედარებით გაზრდის ნაცვლად 0.2 პროცენტით შემცირდა.

საქსტატი ინფლაციას 305 სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის. 

საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც 2023 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგია:

კომბოსტო - ფასების წლიური ზრდა 65%; 

მსხალი - ფასების წლიური ზრდა 44%; 

წიწაკა - ფასების წლიური ზრდა 39%; 

კიტრი - ფასების წლიური ზრდა 29%;  

ტომატ-პასტა - ფასების წლიური ზრდა 27.7%

სიმინდის ფქვილი - ფასების წლიური ზრდა 23.8%

მწვანილი - ფასების წლიური ზრდა 22.7% 

სარეცხი საპონი - ფასების წლიური ზრდა 22%

კივი - ფასების წლიური ზრდა 21%.