PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში, ამავე წლის სექტემბერთან შედარებით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულმა ვაკანსიების ოდენობამ 6.2%-ით იკლო. მხოლოდ ოქტომბერში ვებგვერდზე მთლიანობაში 7,829 ვაკანსია გამოქვეყნდა.

მიმდინარე წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით Jobs.ge-ზე საერთო ჯამში 47,685 ვაკანსიაა დადებული, რაც წლიურ ჭრილში 3.8%-ით მეტია.

ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელებულია. მაისი-ოქტომბერში წლიური საშუალო ზრდის ტემპი 3.9%-ს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 1.2 პროცენტული პუნქტით ზრდაზე მეტყველებს.

მიმდინარე წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 10,622 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში. მონაცემი წლიურად 1.7%-ითაა შემცირებული.

8,497 ვაკანსია ფიქსირდება ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში. წლიურად მონაცემი 1.6%-ითაა გაზრდილი. 

8,066 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს აჭარბებს 13.7%-ით.