საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა 2025 წელსაც გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, ჩინეთისკენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ 9,849 TEU შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173.0%-ით მეტია (3,608 TEU).
გურამ გურამიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ტვირთების ზრდის დინამიკა ფიქსირდება პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით - იქნება ეს სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო გადაზიდვები.
„მაგალითად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთსა და ბათუმში, ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 7 მლნ ტონა, რაც 5,9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებლზე. რაც შეეხება უშუალოდ საკონტეინერო გადაზიდვებს, 2025 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავდა 19,5 პროცენტით მეტი კონტეინერები, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ზოგადად სექტორი სწორად ვითარდება, საქართველო კი რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საჰაერო ტრანსპორტის გზით გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელიც - 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 16.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.6% -ით მეტია (10.5 ათასი ტონა).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 30,5 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვები, რაც, მისი შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას.
„ის ფაქტი, რომ 2025 წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთიდან და ჩინეთის დანიშნულებით საკონტეინერო გზავნილების რაოდენობა გასამმაგებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება. ამასთან, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს პოტენციალის გაზრდას სატვირთო გადაზიდვის მიმართულებით“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
გურამ გურამიშვილი: „საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება“
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრიან კენჭს
საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც - ირაკლი კობახიძე
როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას – კახა კალაძე
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა