საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, უცვლელად, BB დონეზე დატოვა, თუმცა, პერსპექტივა გააუარესა. ის შემცირებულია "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე".

პერსპექტივის გადახედვის ძირითად ფაქტორებს შორის დასახელებულია მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი.

ცნობისთვის,ჯერ კიდევ ოქტომბერში სააგენტო პროგნოზირებდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკურ პოლარიზაციასა და  გაურკვევლობას ვერ შეამცირებდა, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდებოდა, რაც დროთა განმავლობაში გააუარესებდა ინსიტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხს. სააგენტო ჯერ კიდევ ოქტომბერში ვარაუდობდა, რომ საქართველოში შეფერხდებოდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხი. ამ უკანასკნელის გამო, 2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააჩერა 280 მლნ დოლარის ღირებულების პროგრამა [Stand-By პროგრამა].