საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, უცვლელად დატოვა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ „პოზიტიურია“.

Fitch-ი 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან 4.5%-თან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით მეტია. 

„ტურიზმის შემოსავლების, ასევე მიგრანტების დანახარჯებისა და გზავნილების მატების გათვალისწინებით, ქართულ ლარს პირველი კვარტალის განმავლობაში გამყარების მნიშვნელოვანი ტენდენცია ჰქონდა, რამაც 13% შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვანწილად მიგრანტების ხარჯვით არის განპირობებული“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველო ამჟამად EU-სგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, რისთვისაც 12 პრიორიტეტის შესრულება არის საჭირო.