შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენებისა და შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ცხადდება.
შესყიდვა 4 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 6 სექტემბერს დაიწყო და 11 სექტემებერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 542 373 ლარია. მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელი. სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
როგორც დოკუმენტაციაშია ნათქვამი შესრულებულ სამუშაოებზე უნდა გავრცელდეს გარანტია შემდეგივადებით
ა) კონსტრუქციული ნაწილი - არანაკლებ 30 წელი;
ბ) ფასადი- არანაკლებ 2 წელი;
გ) სახურავი - არანაკლებ 5 წელი;
დ) ელექტრომოწყობილობები და ელექტროსისტემა, სუსტი დენები, - არანაკლებ 2 წელი;
ე) წყალმომარაგების და კანალიზაციის გაყვანილობის ქსელი - არანაკლებ 5 წელი;
ვ) გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის სისტემები და დანადგარები - არანაკლებ 3 წელი;
ზ) კეთილმოწყობის და მოსაპირკეთებელი სამუშაოები - არანაკლებ 2 წელი;
თ) სახანძრო სისტემები - არანაკლებ 3 წელი.
სატენდერო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობისთვის პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები.
შენობების საბოლოო ფუნქციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები წარმოდგენილი არაა, უცნობია იქნება თუ არა აღნიშნული ტერიტორია განკუთვნილი ახალი სამაშველო ვერტმფრენებისთვის.