რას უნდა ველოდეთ ინფლაციასთან დაკავშირებით შემდეგი  თვეების  განმავლობაში - ამ თემაზე რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში TBC CAPITAL - ის მთავარმა ეკონომისტმა ისაუბრა.

მისი თქმით, ლარის გამყარებამ და საერთაშორისო ფასების  შემცირებამ ინფლაციის შემცირება გამოიწვია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ  იმპორტირებულ  პროდუქტებზე  ფასების კლება შეინიშნება,

„ეს  არის  ჯამური  ინფლაციის  შემცირების ძირითადი მიზეზი, ჩვენ  ვფიქრობთ რომ ივნისის 0,6%-იანი მაჩვენებელი ივლისში კიდევ უფრო შემცირდება დაახლოებით  0-თან  ახლოს და მომდევნო თვეებში  ამ ნიშნულზე დარჩება.

თუ  ჩინეთის  ეკონომიკა  სწრაფად  იზრდება  და კარგი  ფასებია,  რა  თქმა უნდა ეს  საერთაშორისო  ფასებზე მათ  შორის  ნავთობის  ფასებზე მოქმედებს. ჩვენ მცირე  ზომის  ეკონომიკა  ვართ და  რამდენ  ბენზინს  ვიყიდით,  ამის  გამო  საერთაშორისო  ფასები  არ  იცვლება. ჩვენი ადგილობრივი  წარმოების  დიდი  ნაწილი  იმპორტირებულ  პროდუქტებზეა დამოკიდებული.“ - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

ნადარაიას  განმარტებით, ინფლაცია  თუ სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, მაშინ ის უკვე ლარის  გამყარების  საწინააღმდეგო არგუმენტია.

„ინფლაცია  სამიზნე  მაჩვენებელს უკვე  ჩამოსცდა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ  ლარის  კურსისთვის ეს ნეგატიურია.  თუ ინფლაცია  მაღალია,  ფასების  ზრდა  მაღალია, ლარის  გამყარება ამის  შეჩერების  ერთ-ერთი მიზეზია და როცა  ფასების  ზრდა  დაბალია ამ შემთხვევაში  ლარის  დამატებით  გამყარება  ნაკლებ  სავარაუდოა. ეს არ  ნიშნავს იმას,  რომ სავალუტო  შემოდინებები არ იქნება,  სავალუტო  შემოდიენებები გრძელდება  და  ძლიერია, ვფიქრობთ რომ  ძალიან  მასშტაბური  იქნება ეროვნული ბანკის ინტერვენციები.

მაღალი სავალუტო  შემოდინებები, რამდენადაც  წინააღმდეგობრივად  არ  უნდა ჟღერდეს,  არ  ნიშნავს ლარის გამყარებას. იმიტომ რომ ასევე  მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რაზედაც ვისაუბრეთ.

ჩვენ  ვფიქრობთ, რომ საპროცენტო  განაკვეთების  შემცირების  ტენდენცია  გაგრძელდება და  წლის  ბოლოს რეალისტურია 9.5% რეალისტურია,“- აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

ნადარაიას თქმით, ლარის  ზედმეტად  გამყარების  ნიშნები ნამდვილად იკვეთება, მისივე  თქმით,  ეს  ძალიან მნიშვნელოვან რისკებთან  არის  დაკავშირებული, მათ  შორის ვალუტის სესხის აღება  მყარი  ლარის დროს, არის  რისკი.

„რაც  შეეხება  ლარის კურსზე  ჩვენ პროგნოზს, ჩვენ ვთვლით  რომ  სავალუტო  შემოდინებები  ისევ  გაგრძელდება , ასევე  სეზონური  გაუფასურება და გამყარება ნაკლებ  მოსალოდნელია,“ - აღნიშნა  ოთარ  ნადარაიამ.