საქართველოს მთავრობამ არმატურის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ ერთხელ, ამჯერად 6 თვით გაახანგრძლივა.    

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 27 თებერვლის დადგენილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე იქნება ძალაში.

ცნობისთვის, არმატურის იმპორტის დაბეგვრა 2025 წლის 25 იანვრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე იყო. თუმცა გასულ წელს მისი ვადა 2026 წლის პირველ მარტამდე გახანგრძლივდა. საიმპორტო გადასახადი 1 ტონაზე 420 ლარით განისაზღვრა. 

მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივიწარმოების ხელშეწყობისთვის იქნა მიღებული.