„ანაკლიის პორტის პროექტი განსაკუთრებულია, მათ შორის, ჩვენი კომპანიისთვის. ეს არის ვიზიონერული შორსმჭვრეტელი პროექტი, რომელიც რეგიონში ვითარებას შეცვლის. პროექტის მეშვეობით შუა დერეფანი, რომლითაც აზიიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება, უფრო ეფექტური იქნება. ამდენად, ჩვენი კომპანია, Jan De Nul -ი იქაა, სადაც უნდა იყოს,“ - განაცხადა Jan De Nul - ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი, მაღალი რეპუტაციის, გამოცდილი, ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია Jan De Nul - ი, რომელიც მონაწილეობდა ისეთი გლობალური პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა პანამის არხის გაფართოება,სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი მაროკოში, ნადორში, ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო, ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღმტეხელის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც კომპანიის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ანაკლიაში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების პროექტი სრული სვლით მიმდინარეობს. „ჩვენ ასევე ვართ კომპანია, რომელიც ცვლის ვითარებებს და გვინდა ვიყოთ ამ პროექტის ნაწილი. ჩვენი კომპანია საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გლობალური ლიდერია. გვაქვს დიდი გამოცდილება ტალღმტეხელების მშენებლობასა და სანაპიროს ზოლის დაღრმავებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ანაკლიაში ამ ახალი პორტის განვითარების ნაწილი,“ - აღნიშნა ტიმ დევოლდერმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.