გაერთიანებული ერების გლობალურმა ინიციატივამ „მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელი“ დუბლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიის და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს.

165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50-ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100-პროცენტიანი სკალით 74.9 პროცენტი დაფიქსირდა.

შეფასების მაჩვენებლების მიხედვით, წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს, თურქეთს, ყველა მეზობელ ქვეყანას და ბევრ განვითარებად სახელმწიფოს.

ინდექსმა ქვეყნები მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის 92 სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასა.

1tv.ge