საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული განკარგულების პროექტი, რომელიც 14 მოიჯარე პირისთვის ჯამურად 305 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ხონის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, ხობის, გარდაბნის, აბაშის, გორის, სიღნაღისა და  საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მდებარეობს.

მოიჯარეებს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ქონების ღირებულების 75%-ის გადახდის საფუძველზე გადაეცათ. ჯამური საპრივატიზებო თანხა 3 085 206 ლარს შეადგენს.