Galt & Taggart-ის ტურიზმის 2025 წლის მე-2 კვარტლის შეჯამების მიხედვით, საქართველომ წლის პირველ 6 თვეში ტურიზმიდან 1.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 5.0%-იანი ზრდაა. ზრდის ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (+26.0% წ/წ), რაც გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს უკავშირდება.

შემოსავლები შემცირდა რუსეთიდან (-20.5% წ/წ) და თურქეთიდან (-10.7% წ/წ). Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ რუსეთიდან ტურიზმის შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, ვიზიტორთა პროფილის ცვლილებას უკავშირდება - გრძელვადიანი ვიზიტორები (ციფრული ნომადები, მიგრანტები) შედარებით მოკლევადიანმა ჩაანაცვლა, რომელთა საშუალო დანახარჯიც მე-2 კვარტალში უფრო ნაკლები იყო.

ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+3.8% წ/წ), რაც ევროკავშირიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და აზიური ბაზრებიდან შემოსავლების ზრდას უკავშირდებოდა.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა, მე-2 კვარტლის დინამიკის გაგრძლების შემთხვევაში, ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი 4.6 მლრდ დოლარია.