რეკორდი მოხსნილია - 10 თვეში საქართველოდან 2 მლრდ დოლარის ავტომობილები გავიდა, აქედან თითქმის 1 მილიარდის ყირგიზეთში, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ 50 მლნ-ის ჩავიდა. ეს ყირგიზეთის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად. გამოდის, რომ გზაში 900 მლნ-ის ავტომობილები გაქრა.
სავარაოდ, სქემა ასე მუშოაბს: აკრძალულ ტვირთზე, რომლის გატანაც რუსეთში არ შეიძლება, საბუთები ფორმდება თითქოს რუსეთის გავლით ყირგიზეთში მიდის, რეალურად, კი ეს პროდუქცია მათ შორის ამერიკული და ევროპული მანქანები რუსეთში რჩება.
სტატისტიკა იმდენად გაიზარდა, რომ ეს შეუმჩნეველი არც დასავლელი პარტნიორებისთვისაა, ამიტომ ერთ დღესაც, საქართველოში ამერიკამ შესაძლოა, ავტომობილების გაყიდვა შეზღუდოს.
ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორად ყირგიზეთი და ყაზახეთი უკრაინაში ომის და რუსეთის სანქცირების შემდეგ იქცნენ. თუ 2022 წლამდე ყირგიზეთში თამბაქო საერთად არ გაგვქონდა, 2024 წელს 53 მილიონის თამბაქო გავიტანეთ. ყირგიზეთის სტატისტიკას თანახმად, მათ საქართველოდან თამბაქო არ შეუძენიათ.
სტატისტიკის სამსახური თავს განსხვავებული მეთოდოლოგიით იმართლებს. უწყების განმარტებით,იმის შესახებ რომ ერთი ქვეყნის ექსპორტის შედარება მეორე ქვეყნის იმპორტთან არარელევანტურია, თუმცა, ეკონომისტების ნაწილის ამტკიცებს, რომ განსხვავებული მეთოდოლოგიების შემთხვევაშიც კი, ამ ოდენობის განსხვავება ერთ ქვეყნის ექსპორტს და მეორე ქვეყნის იმპორტს შორის მაინც არ უნდა იყოს.
წყარო: tv pirveli