საქსტატის 2023 წლის ექსპორტის მონაცემებით, საქართველომ ღვინის ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთში განახორციელა. რუსეთმა გასულ წელს საქართველოსგან 62,3 მლნ ლიტრი ღვინო იყიდა.

მეორე ადგილზეა პოლონეთი - 6 მლნ ლიტრით და მესამეზე - უკრაინა 5,2 მლნ ლიტრი ღვინით.

ათეულის დანარჩენი წევრები არიან:

ჩინეთი - 3,2 მლნ ლ

ყაზახეთი - 2.9 მლნ ლ

ბელარუსი - 2,8 მლნ ლ

ლატვია - 1,1 მლნ ლ

გერმანია - 0,99 მლნ ლ

აშშ - 0,9 მლნ ლ

ლიეტუვა - 0,65 მლნ ლ

ჯამში საქართველომ 2023 წელს 89,5 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც შემოსავალმა $259,2 მლნ შეადგინა.