ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (AAWE) მსოფლიოს მთავარი ღვინის ექსპორტიორები გამოაქვეყნა (2022 წლის მონაცემების მიხედვით). 96 ქვეყნიდან, საქართველო მე-19 პოზიციას იკავებს. ამავე მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან $252.55 მილიონის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული.
რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს, რომელმაც $12.93 მილიარდის ღვინო გაიტანა ექსპორტზე. მეორე და მესამე პოზიციას კი იტალია და ესპანეთი ინაწილებენ.
TOP 10 ქვეყანა ექსპორტის მიხედვით:
საფრანგეთი- $12.93 მილიარდი
იტალია- $8.28 მილიარდი
ესპანეთი- $3.18 მილიარდი
ჩილე- $1.91 მილიარდი
აშშ- $1.46 მილიარდი
ავსტრალია- $1.45 მილიარდი
ახალი ზელანდია- $1.42 მილიარდი
გერმანია- $1.11 მილიარდი
პორტუგალია- $0.98 მილიარდი
არგენტინა- $0.81 მილიარდი