ყირგიზეთში და უზბეკეთში ბიზნესის VEON-ისთვის მიყიდვის შემდეგ, Вымпелком-მა აქტივები ყაზახეთშიც VEON-ს მიყიდა. ბოლო ტრანზაქციის ღირებულება 54 მილიარდი რუბლია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
Вымпелком-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 6 დეკემბერს, შვილობილმა კომპანია VEON Eurasia-მ VEON Holdings-ს VIP Kazakhstan Holding-ის აქციების 75% 54 მილიარდ რუბლად გადასცა.
2022 წლის მარტში, Вымпелком-მა ასევე მიჰყიდა აქტივები ყირგიზეთში მშობელ კომპანიას $12,1 მილიონად. კერძოდ, VEON Eurasia-მ VEON Holdings-ს გადასცა Kyrgyzstan Holding-ის აქციების 50,1%.
მანამდე უზბეკური აქტივებიც ჰოლანდიურ ჰოლდინგს გადაეცა. 2021 წლის სექტემბერში, VimpelCom-მა მოახდინა რეორგანიზაცია, უზბეკეთის ბიზნესი ცალკე იურიდიულ პირად - შპს ВЕОН УЗБ -ად გადააქცია. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, უზბეკეთში ოპერაციების წმინდა აქტივები, რომლებიც ადრე Вымпелком ჯგუფს ეკუთვნოდა, შპს VEON-ის საკუთრება გახდა.
შეგახსენებთ, რომ Вымпелком-ი რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა. 2009 წლიდან ის საერთაშორისო ჯგუფ Veon-ის ნაწილია.
Veon-მა რუსული ბაზრის დატოვების შესახებ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. მაშინ Reuters-ი იტყობინებოდა, რომ მობილური ოპერატორი Veon-ი, რომლის აქციებიც ამსტერდამშია რეგისტრირებული, რუსულ ბიზნესს Вымпелком-ის მენეჯმენტს 2,15 მილიარდ დოლარად ყიდდა.
ამასთან, Veon-ი რუსეთში ბილაინის ბრენდს, შვილობილი კომპანია Вымпелком-ის მეშვეობით მართავს, რაც ჯგუფის შემოსავლის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს. გამოცემა წერდა, რომ ოპერაცია, სავარაუდოდ, 2023 წლის 1 ივნისისთვის უნდა დასრულებულიყო.
ამას გარდა, 2022 წელ კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ „VEON საქართველოს“ მფლობელ საერთაშორისო კომპანია VEON-თან რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და 2022 წელს „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, ქართული კომპანია გახდა, რომელმაც ერთი თვის წინ ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) წარმოადგინა.