„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში, მანქანის სივრცეში, ავტომფლობელებს „ვისოლისგან“ სპეციალური შეთავაზება ელით - მომენტალური “Gold” სტატუსი „ვისოლის“ აპლიკაციაში და თითოეულ ლიტრ საწვავზე 20 თეთრიანი ფასდაკლება.

Wissol X BOG ბარათი სპეციალურად „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის შეიქმნა და მისი გააქტიურება „საქართველოს ბანკის“ მობილბანკიდან მარტივადაა შესაძლებელი. ბარათის გამოყენებას მომხმარებელი „ვისოლის“ აპლიკაციის საშუალებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ „ვისოლის“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე შეძლებს.

„„ვისოლის“ აპლიკაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური სარგებლის შეთავაზებას ისახავს მიზნად. გვინდა, რომ შევქმნათ აპლიკაცია, სადაც ავტომობილის მფლობელებისთვის საჭირო ყველა ფუნქცია ერთ სივრცეში მოიყრის თავს. ციფრული ტრანსფორმაციის ამ ეტაპზე ვგეგმავთ სხვადასხვა სექტორში ლიდერი კომპანიების ლოიალობის სისტემასთან დამეგობრებას.“საქართველოს ბანკისადა ვისოლისთანამშრომლობაც სწორედ ამ სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი პირველი საფეხურია, რის ფარგლებშიც დამატებით სარგებელს ვქმნით პარტნიორი კომპანიის მომხმარებლებისთვის „ვისოლის“ აპლიკაციაში. ვფიქრობთ, ამ კუთხით წინ დიდი გზაა გასავლელი და მომავალშიც ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება.“ აცხადებს ჯაბა ბოკუჩავა, „ვისოლის“ მარკეტინგის და ციფრული განვითარების ხელმძღვანელი.

აქციის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს საწვავის ყოველთვიური მოხმარების პროპორციულად, საშუალება აქვს შეინარჩუნონ “Gold” სტატუსი (20 თეთრიანი ფასდაკლება ლიტრზე) და დამატებით სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ისარგებლებენ სმარტის“ მარკეტებსა და ვინტოს“ ავტომომსახურების ცენტრებში. გარდა ამისა, თითოეული ტრანზაქციისას აპლიკაციაში მომხმარებლები ბონუს ქულებს დააგროვებენ, რომელთა გადაცვლა „ვისოლის“, „სმარტისა“ და „ვინტოს“ ნებისმიერ პროდუქტშია შესაძლებელია.