2024 წელი სავაჭრო ცენტრ ,,მეგალაინისთვის’’ სიახლეებით დატვირთული იყო. გასული წელი სავაჭრო ცენტრის PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერმა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში შეაფასა. თეონა ხუჭუას განცხადებით, 2024 წელი მშვიდი არ იყო, თუმცა მათ სტაბილურობა შეინარჩუნეს და ,,მეგალაინმა’’ სიახლეები და ინოვაციები დანერგა. კერძოდ, სავაჭრო ცენტრს ახალი მაღაზიები და ბრენდები დაემატა, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებიც არის. 

,,ვერ ვიტყვი, რომ მშვიდი წელი იყო, თუმცა სტაბილურობას ვინარჩუნებთ და უკეთესის იმედი გვაქვს. ზოგადად, დღეს როდესაც ბიზნესზე ვსაუბრობთ ყოველთვის არის რაღაც რისკი. შეიძლება ზოგი ნაკლებად წარმატებული ნაბიჯი გამოგვივიდეს, ზოგი მეტად. ამ რისკის ქვეშ ბიზნესის ყველა წარმომადგენელი ვართ. ,,მეგალაინისთვის’’ 2024 წელი მაინც სიახლეებით და ინოვაციებით დატვირთული იყო. ნამდვილად არ ვართ ამ მხრივ გულდაწყვეტილები. ვგულისხმობ განვითარებაზე ორიენტირებას, რაც მნიშვნელოვანია. 2024 წელს ,,მეგალაინს’’ დაემატა ახალი მაღაზიები და ბრენდები. ბიზნეს ცენტრის ოფისებში ქართული კომპანიების გარდა შემოვიყვანეთ რამდენიმე საერთაშორისო კომპანია. რა თქმა უნდა, ეს საერთო ჯამში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია არა მარტო ჩვენთვის ,,მეგალაინისთვის’’, არამედ საქართველოს ბაზრისთვის. მაღაზიებისა და ბრენდების დამატებით სავაჭრო ცენტრი ხდება უფრო კონკურენტუნარიანი, იზრდება სტუმრების რაოდენობაც. შესაბამისად პოტენციური ბიზნეს პარტნიორებისგან იზრდება ინტერესიც, რაც კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.’’- განაცხადა თეონა ხუჭუამ.

2024 წელს ,,მეგალაინის’’ გუნდმა სიახლეები დანერგა. კერძოდ, სავაჭრო ცენტრი პარტნიორებს მარკეტინგული სერვისის მიწოდებას სთავაზობს. PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერი თეონა ხუჭუა აცხადებს, რომ ბაზარზე ახალი კომპანიებისთვის ამ სერვისის მიწოდება მნიშვნელოვანი ბენეფიტია.

,,ჩვენთან შემოსულ ყველა კომპანიას, მაღაზიას თავიანთი სტრატეგიიდან გამომდინარე და ბიზნესს გეგმიდან გამომდინარე ყოველთვის ვთავაზობთ მარკეტინგული მიმართულებით დახმარებას. ბრენდის პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში, ოფლაინ მარკეტინგში. მით უმეტეს თუ ბაზარზე ახალი კომპანიაა, ვფიქრობ, რომ ეს რაღაც დამატებითი სარგებელია. კიდევ სოციალური აქტივობები. ,,მეგალაინის’’ გუნდს სრულად აქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესი. ამაზე საუბარი დიდად არ არის საჭირო, მაგრამ ბიზნესი უნდა იყოს ჩართული სოციალურ აქტივობებში. მით უმეტეს, ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მხრივ არც ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. წელიწადში რამდენჯერმე, თუნდაც მოხუცების, ბავშვების, მიუსაფარი ცხოველების დახმარების კუთხით აქტიურად ვერთვებით სოციალურ ღონისძიებებში.’’- განაცხადა ,,მეგალაინის’’ PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერმა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ გადაცემაში.