რეგიონში ყველა დროის რეკორდი „არქის“ გაყიდვების გრანდიოზულ ღონისძიებაზე დაფიქსირდა.
ბინა გრანდ ავენიუზე, ქალაქის ახალ ცენტრში, უპირობოდ ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა და 5 საათში 644 გაყიდული ბინით ახალი, რეკორდიც დამყარდა.
ამ დღეს ცოტნე დადიანის 32-ში განსაკუთრებული გარემო იყო შექმნილი. დამსწრე საზოგადოებას კომპანიის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა დეტალურად გააცნეს კომპლექსის უნიკალურობა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან აღმოეჩინათ „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციის პროექტი – თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინიციატივა.
ეს იყო ერთდღიანი უნიკალური შანსი „არქის“ მომხმარებლებს გრანდ ავენიუზე განსაკუთრებულ ფასად შეეძინათ სასურველი ბინა თბილისში. მისი ღირებულება დიდი ფასდაკლების შემდეგ, უკვე მეორე დღესვე გაიზარდა.
ღონისძიებას ესწრებოდა პროექტის მთავარი არქიტექტორი და ლანდშაფტის დიზაინერი, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი ვეი იაპ ოი (Wei Yap Ooi), საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია „ჩაპმენ ტეილორის“ დირექტორი იან დაიკემა (Jan Dijkema), ასევე ლანდშაფტის დიზაინის სტუდია „OCULUS“-ის დამფუძნებელი ბობ ერლი (Bob Earl). მათ ისაუბრეს პროექტის შინაარსსა და მის საერთაშორისო ღირებულებაზე.
პროექტში განხორციელდება მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. „გრანდ ავენიუ არქისგან“ არის უბანი, სადაც იქნება ყველაფერი, რაც შეიძლება მაცხოვრებელმა ისურვოს კომფორტული ცხოვრების, შთაგონებისა და განტვირთვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გამწვანებასა და რეკრეაციას ტერიტორიის 75% დაეთმობა.
პროექტი აერთიანებს პრემიუმ და კომფორტ-კლასის ბინებს, საოფისე და საზოგადოებრივ სივრცეებს, საერთო სამუშაო ზონებს, ღია და დახურულ აუზებს, პადელ-ცენტრს, თანამედროვე სტანდარტების სკოლასა და საბავშვო ბაღს, მუზეუმს, გასტრონომიულ ზონებსა და სხვა ობიექტებს. ლოკაციაზე დამატებით იგეგმება საფეხმავლო ხიდისა და სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობა, რომლებიც გრანდ ავენიუს პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეველოპერული კომპანია „არქი“ უკვე 19 წელზე მეტია, რაც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს განსაზღვრავს და სექტორის უპირობო ლიდერის სტატუსით სარგებლობს.
უპრეცედენტო რეკორდი არქისგან - 5 საათში გაყიდული 644 ბინა გრანდ ავენიუში
ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ ამ ტიპის ორგანიზაციები შექმნილიყო, ნომრიანი აგენტები არიან - კალაძე NGO-ებზე
ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება - სერგეი ლავროვი
ვიცით, რომ ომის გაჭიანურებას 2027-28 წლებამდე გეგმავთ- ზელენსკი პუტინს
,,ბაიდენის ომი ტრამპის ომად იქცა”- ლავროვი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა
1780761310
რას აშენებენ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე
1780732937