სანქციები მივა ყველასთან, ვისზეც დგას რეჟიმი - ასეთია მოლოდინი მათ შორის მსხვილ ბიზნესში. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც  ხელს უწყობს დღევანდელი სიტუაციის გაამგრებას, აუცილებლად მალე იქნება საერთაშორისო წნეხი. ამის შესახებ ჭყონიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რომელიღაც პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპატიები რომ გაქვს, ეს ახალი არ არის არც ამერიკაში, არც საქართველოში, მაგრამ უკვე დაძრულია გადაწყვეტილებების მისაღებად უშველებელი წნეხი და ეს წნეხი გავრცელდება ყველა იმ ადამიანზე, მნიშვნელობა არ აქვს რომელ სფეროში მუშაობს, რომელიც ხელს უწყობს დღევანდელი სიტუაციის გაამგრებას", - ამბობს თემურ ჭყონია. 

ამერიკული სანქციები მინიუმ რეჟიმის მხარდამჭერებს ემუქრება - მარკო რუბიოს მაგიდაზე ახლაა 25 კაციანი სია დევს. პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან ბიზნესმენებიც, ვინც ოლიგარქის არაღიარებულ ხელისუფლებასთან წლებია თანამშორმლობდნენ. სიის სათავეშია ნოშიკო ნამორაძე - რომლისთვისაც  სამშენებლო ნებართვების უპრობლემოდ გაცემა ერთგვარ ტრადიციად იქცა. ამავე სიაშია ვანო ჩხარტიშვიიი და ჭიათურ-მანგანუმის თანამფლობელი გიორგი კაპანაძე.