Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, თბილისში ახალ ბინებზე ფასი აპრილში თვიურად გაიზარდა, ხოლო ძველ ბინებზე შემცირდა. აპრილში დედაქალაქში 247.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იან ზრდას ნიშნავს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეს, ამ პერიოდში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 965.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9%-იან ზრდას აჩვენებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში ყველაზე მეტი, 626 ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ყველაზე ცოტა კი, 52 ბინა ვაშლიჯვარში. რაც შეეხება ფასებს, 1 კვ.მ ყველაზე ძვირი, 2 733 დოლარი მთაწმინდაზე ღირდა, ყველაზე იაფი კი ვაშლიჯვარში და 980 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა უბნებს, კვ.მ-ის ფასები თბილისის სხვადასხვა რაიონში ასე გადანაწილდა:

  • ვაკე - 2 350 დოლარი
  • ჩუღურეთი - 1 563 დოლარი
  • კრწანისი - 1 488 დოლარი
  • საბურთალო - 1 481 დოლარი
  • ისანი - 1 260 დოლარი
  • დიდუბე 1 218 დოლარი
  • ნაძალადევი 1 116 დოლარი
  • გლდანი 1 039 დოლარი
  • სამგორი 1 021 დოლარი
  • დიდი დიღომი 981 დოლარი

bpn.ge