თბილისის „ევრო პარკი“ ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია საცურაო კომპლექსის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„გვინდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ თბილისის „ევრო პარკი“ აღარ ფუნქციონირებს. მადლობა ჩვენს თითოეულ ვიზიტორს მრავალწლიანი და დაუვიწყარი მოგონებებისათვის,“ - აღნიშნულია „ევროპარკის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, აკვაპარკი „ევროპარკი” დიდუბეში მდებარეობს, ის 2007 წელს გაიხსნა. ბიზნესის რეესტრის მიხედვით, შპს ევროპარკის დირექტორი - იოსებ შავიშვილია, 100%-ის მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე როლანდ ისაევი.