სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე,  ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი-სასადილო,  არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების პროცესში  დაფიქსირდა არაერთი შეუსაბამობა, კერძოდ,  კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები .

ამავდროულად, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი  დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ,  ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად  ამოწმებს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები.  ამავდროულად მნიშვნელოვანია მომხმარებლების აქტიურობა და დარღვევების შესახებ სააგენტოს ინფორმირება  ცხელ ხაზის - 15-01 საშუალებით.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს