ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია Silk Road Holdings B.V. LLC „თელასის“ აქციების 24,892%-ის (27 985 461 აქცია) შეძენას გეგმავს,- შესაბამისი სატენდერო წინადადება საკანონმდებლო მაცნეზე 29 იანვარს დარეგისტრირდა.

ამ დროისთვის კომპანია „თელასის“ აქციების 75%  Silk Road Holdings-ის საკუთრებაა, შესაბამისად, დარჩენილი აქციების შეძენის შემთხვევაში, კომპანია „თელასის“ სრული აქციონერი გახდება. 

სატენდერო წინადადება იანვრის ბოლოდან მარტის ბოლომდეა, გამოსყიდვის ფასი თითო აქციაზე 1,82 ლარითაა დადგენილი. აქციების შეძენა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აპრილის თვეში დაიწყება.